saqarTvelos mdinareebi - bzifi
სათავე | აფხაზეთის კავკასიონი 43°18`56` ჩ. გ. 41°16`26` ა. გ. |
შესართავი | 43°11`17` ჩ. გ. 40°16`51` ა. გ. |
სიგრძე | 110 კმ |
აუზის ფართობი | 1510 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 97 მ³/წმ |
ისტორიული სახელწოდება - „კაპოეტისწყალი“
მდინარე აფხაზეთში. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგესთან. ზღვის დონიდან 2306სიგრძე 110 კმ, აუზის ფართობი 1510 კმ2. ზემო დინებაში ხეობა ვიწრო და ღრმაა. გამომუშავებულია ტექტონიკური რღვევის ხაზის გასწვრივ ქვედა იურულ თიხაფიქლებისა და ქვიშაქვებში, აგრეთვე ბაიოსის პორფირიტულ წყებაში. სოფელ ფსხუსთან ხეობა განიერდება და მდინარე იტოტება. ქვემოთ ხეობა ვიწრო, ზოგან კანიონისებრია, სოფელ ბზიფთან დაბლობზე გამოდის და ერთვის შავ ზღვას ბიჭვინთის კონცხთან. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 99 მ3/წმ. საზრდოობს წვიმის (37,2%), მიწისქვეშა (32,2%) და თოვლის (30,6%) წყლით. წყალდიდობა გაყაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. ბზიფის შენაკადებია ბავიუ და გეგა.
მდინარე იუფშარის ზემო წელზე, რომელიც ბზიფის აუზს ეკუთვნის მდებარეობს რიწის ტბა. ტბისკენ შავიზღვისპირა გზატკეცილიდან მიემართება საავტომობილო გზა, რომელიც ნაწილობრივ ბზიფის ხეობაში გადის. მდინარე ბზიფი არის პოპულარული ტრასა წყლის ტურიზმისთვის.